“ჩვენ მოვდივართ ,,თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”

R

ნანა ხომასურიძე

დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატო “პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობიდან”

-მიშველეთ!!!!! – ეს საქართველოს ყვირილია, წუხილი და დარდი, დღეს ჩვენი სამშობლო განსაცდელშია!მას სტკივა,წყლულებით ივსება,ავადაა!

მას თავიდანვე მცდარი დიაგნოზი დაუსვეს და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლით მკურნალობდნენ .არა და მას სულ სხვა სენი შეყარეს-კოჰაბიტაცია. კოჰაბიტაციამ კიდევ უფრო დაასნებოვნა და დააძაბუნა საქართველო. საფრთხეშია მისი ეროვნული ღირსებები , სოციალური თუ პოლიტიკური საკითხები. ხელისუფლების უხერხემლო მოქმედებამ შესაძლოა უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა .კოალიცია შეავსეს ნაცმოძრაობის წარმომადგჰენელთა ჩანერგილებით, მიანდეს ქვეყნის მართვა და დღეს მივიღეთ ის , რაც მივიღეთ.

პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის მიზანია მკურნალ-მსახურად დავუდგეთ ჩვენს სამშობლოს!გავანთავისუფლოთ ვირუსისგან , კოჰაბიტაციის ქოლგის ქვეშ შეფარებული ნაცბანდისგან!ამიტომ, ვინც ხვდებით შექმნილ უმძიმეს ვითარებას , ვინც მზადაა ქვეყნის სასიკეთოდ მოქმედებისთვის , ვისაც სურს ხიფათისგან ვიხსნათ ჩვენი სამშობლო, შემოგვიერთდით, რათა ერთად ვიზეიმოთ საქართველოს გამოჯანმრთელება და მართალ გზაზე დადგომა !

ჩვენ მოვდივართ ,,თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”