“მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაითავისონ, რომ ისინი ხელისუფლებებს ქირაობენ!..”

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს პროექტი “წაიკითხე კონსტიტუცია მთელს საქართველოსთან ერთად” ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში გააცნო.

მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იქნება.

“მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაითავისონ, რომ ისინი ხელისუფლებებს ქირაობენ და მათი არჩევნებში ჩართულობა მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, პოლიტიკოსები ისეთ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებენ, ბოლოს და ბოლოს, აღტაცებულები ვიქნებით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.