ემიგრანტები არასდროს ტოვებენ სამშობლოს! ყოველთვის საქართველოსთვის იბრძვიან!(ვიდეო)

აგვისტოს ომის 9 წლისთავზე ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველებმა გაეროს შენობის წინ რუსეთის ოკუპაცია დაგმეს.

აქცია რამდენიმე დღით ადრე პრესკონფერენციის დროს დააანონსა ქართულ ამერიკული რესპუბლიკური ალეანსის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმ ირაკლი შიხიაშვილმა.

-„ნიუ- იორკში ჩვენმა რესპუბლიკურმა კლუბმა, ქართულ-ამერიკულმა ალეანსმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაცია”თვისტომმა” სხვა ქართველებთან ერთად გამართეს რუსეთის აგრესიის და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია. ეს არ იქნება ერთჯერადი პროტესტი და აქციას პერმანენტული ხასიათი მიეცემა.

ემიგრანტები საქართველოს გარეთ ცხოვრობენ, მაგრამ ისინი არც ერთ წამს არ ტოვებენ სამშობლოს! ყოველთვის იბრძვიან საქართველოსთვის!