თბილისობა 7-8 ოქტომბერს გაიმართება

თბილისის მერიის ინფორმაციით, “თბილისობა 2017” 7-8 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაულის მთავარი ლოკაციები ახალი ტფილისი, რიყე და ლეღვთახევი იქნება. გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ.

დღესასწაულთან დაკავშირებული განაცხადები – პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება – მერიაში 2017 წლის 8 სექტემბრამდე მიიღება.