კამელინი-ჯანმრთელობის სადარაჯოზე – სცადე და დარწმუნდი!

კლინიკურ-ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური.

ფარმაკოლოგიური თვისებები: “კამელინს” გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ააქტივებს იმუნიტეტს, აჩქარებს შეხორცების პროცესს.

დანიშნულება: კანის, რბილი ქსოვილების, ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, ფურუნკული, პანარიციუმი, ნაწოლები.

გამოყენების წესი: მალამო თხელ ფენად წაისმევა დაზიანების უბანზე, შესაძლებელია დოლბანდის ნახვევის გაკეთება. მალამოს აპლიკაცია ხდება დღეშ 2-3-ჯერ. მკურნალობის ვადა განისაზღვრება ჩვენებების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.

წინააღმდეგჩვენებები: არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადა: ინახება მშრალ, გრილ, ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: შ.პ.ს. “კამელინი”. საქართველო