იან კელი: ბრალდებები ნამდვილად იძლევა წუხილის საფუძველს

პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ეხმიანება და ამბობს, რომ აუცილებელია სასამართლო დამოუკიდებელი იყოს.

-„სასამართლომ მნიშვნელოვანი საქმეები უნდა განიხილოს ყოველგვარი ზეწოლისა და პოლიტიკური კონტროლის გარეშე. აშკარაა, რომ ეს ბრალდებები ნამდვილად იძლევა წუხილის საფუძველს. მე პირადად მოვუწოდებ პრემიერმინისტრს და პრეზიდენტს, რომ ამ ბრალდებებს სერიოზულად მიუდგნენ” – აცხადებს ელჩი.

კომენტარის დატოვება