“სასწრაფოდ იმოქმედეთ! სეპარატისტები ეთნიკურ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლების საშუალებას არ აძლევენ!”

გიორგი თევზაძე: სამაჩაბლოში სეპარატისტული “ხელისუფლება” ეთნიკურ ქართველებს შობლიურ ენაზე სწავლების საშვალებას არ აძლევს, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ინსტიტუტებმა შესაბამისი რეაგირება უნდა განაცხორციელოს….

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „ თქვენი უფლებებისათვის „ სპიკერი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოში სეპარატისტული „ხელისუფლების“ წარმომადგენელთა გავრცელებულ განცხადებას, ახალგორის რაიონში ქართულ სკოლებში, ქართული ენის სწავლების ამოღებისა და მის მაგიერ რუსული ენით სწავლების ჩანაცვლების შესახებ. უფლებადამცველი  აღნიშნუთან დაკავშირებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ინსტიტუტებს და მოუწოდებს დაუყონებლივ რეაგირებისაკენ.

თევზაძე განცხადებას ავრცელებს:

 „სეპარატისტული ხელისუფლება ეთნიკურ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლების საშუალებას არ აძლევს, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ინსტიტუტებმა დაუყონებლივ შესაბამისი რეაგირება უნდა განაცხორციელოს „რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლოში სეპარატისტული „ ხელისუფლების „განცხადებით „ ქართულ სკოლებში ახალი სასწავლო წელი რუსული განათლების პროგრამით დაიწყება და ქართულ ენას მოსწავლეები ჩვეულებრივ საგნად შეისწავლიან. საუბარია ახალგორის რაიონში განლაგებულ ქართულ სკოლებში, რომლებიც 2008 წლის ომამდე თბილისის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

ამასთანავე სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, ცვლილება შეეხება მხოლოდ ქართული სკოლების დაწყებით კლასებს და მოსწავლეების ინტერესებია გათვალისწინებული, რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები სწავლის გაგრძელებას და უმაღლესი განათლების მიღებას სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში აპირებენ.“ რაც საერთაშორისო კონვენციის უხეში დარღვევაა და აგრეთვე სამჩაბლოში რუსეთისა და მისი ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის მიერ ეთნიკურ ქართველების მიმართ ჩვეული პოლიტიკის გაგძელებაა”.