ბოლო 4 თვეში, გარემოს დაბინძურებისთვის, მოქალაქეები 205 080 ლარით დაჯარიმდნენ

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითმა ინსპექტორებმა ოთხი თვის განმავლობაში გარემოს დაბინძურებისთვის 2 019 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, საერთო თანხით – 205 080 ლარი. 2 019 სამართალდამრღვევი პირიდან 1098 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სახის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის დაჯარიმებულია 1 958 ფიზიკური და 61 იურიდიული პირი.

“თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში მათ გამოჩენას ინფორმაციული სახე ჰქონდა, ხოლო „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს.