თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი მსუბუქი ავტომობილი ფიგურირებს. გარდაცვლილია ქალი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა. შემთხვევის შედეგად ასევე, დაშავდა მეორე მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.