“ჩნდება ეჭვი და საჭიროა გამოძიება როგორც ხანძარზე, ისე “სუპერ პუმაზე”

გიორგი თევზაძე: საქართველოში ხანძრის ახალ-ახალი კერების გაჩენა ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ დივერსიას, რითაც ძალოვანმა სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ.

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე მიმართავს ძალოვან სტრუქტურებს და საქართველოში ხანძრის ახალ- ახალი კერების გაჩენით დაინტერესებას მოითხოვს.

მისი განცხადებით ახალ-ახალი კერების გაჩენა ბადებს საფუძვლიან ეჭვს, ხომ არ არის შესაძლებელი ადგილი ქონდეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დივერსიას, რითაც ძალოვანმა სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ და ჩაატარონ შესაბამი კვალიფიციური გამოძიება , რომლის შედეგები ეცნობოს მოსახლეობას,

ასევე მნიშვნელოვანია შესწავლილი იქნას რა ბედი ეწია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ვერტმფრენებს – “სუპერ პუმებს?! რომელიც თურმე საქართველოს გააჩნდა და დღეს კი საქართველოს ხელისუფლება ფაქტორივად სხვა ქვეყნების მნიშვნელოვანი დახმარების შემყურე აღმოჩნდა ამ მძიმე კრიზის დროს.