ხანძრის ტერიტორიაზე 6 ვერტმფრენი მუშაობს და 1500-მდე ცოცხალი ძალა უკვე გასულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია დამატებით 3 კილომეტრამდე ახალი გზა. მთლიანობაში ამ დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზა არის გაჭრილი. ასევე მოხდა აქტიური ცეცხლის კერების გამიჯნვა ჯანმრთელი ტყისგან. შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამ დროისთვის ხანძრის ტერიტორიაზე 6 ვერტმფრენი მუშაობს და 1 500-მდე ცოცხალი ძალა გასულია აქტიური ცეცხლის ზონაში”-ამბობს პრემიერი.