თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დაკავებულია

ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავა. არსებული ინფორმაციით დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა.

1992-1998 წლებში ზურაბ ნეფარიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამძებრო და საგამოძიებო სამმართველოებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. ის არის ,,ადვოკატთა კორპორაციის’’ და საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი.

ზურაბ ნეფარიძე იყო საადვოკატო ბიურო ,, ნეფარიძე და კომპანიას“ დირექტორი.

ზურაბ ნეფარიძე 2014 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატია.

დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ ნეფარიძის ადვოკატმა სულხან კაპანაძემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn.ge ავრცელებს.