მღებრიშვილი დაბაში ახლადგაჩენილი ხანძრის კერების შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ახლადგაჩენილი ხანძრის კერების შესახებ აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, ტორფი იწვის და დაკვამლიანებაც რამდენიმე წერტილში ამის გამო შეინიშნება.

“ადგილზე რჩებიან შსს თანამშრომლები და ვითარების გართულების საფრთხე არ არსებობს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყების რამდენიმე ასეული თანამშრომელი რჩება