„გაიაზრეთ! რა დიდი საქმე გააკეთეს პილოტებმა სიცოცხლის ფასად ქვეყნის გამო და მორჩით ბრალდებებს!

უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომლებიც სოციალურ ქსელში პილოტებზე სხვადასხვა ვერსიას ავრცელებს:

-“ბორჯომში ავარიულ MI-8ს ტიპის ვერტმფრენის დაშვებასთან დაკავშირებით …

მოგეხსენებათ სასაზღვროს პილოტებმა 5 დღე ამუშავეს გადატვირთულ რეჟიმში ვერტმფრენი რა დროსაც იგი მწყობრიდან გამოვიდა.

ვერტმფრენს ქონდა ახალი გარემონტებული როგორც ძრავები ასევე ყველანაირი ტექნიკური დეტალი მაგრამ არცერთი ქვეყნის მფრინავი არ რისკავს მსგავსი დატვირთვით ამუშაოს ხანძრის დროს ვერტმფრენი.
როდესაც ქვეყანას გაუჭირდა საკუთარი სიცოცხლის ფასად გარისკეს ბიჭებმა და დაიწყეს უწყვეტ რეჟიმში ხანძრის ჩაქრობა .

ვერტმფრენის ​ძრავა დააზიანა ხანძრიდან აალებულმა მტვერმა და ბოლში შემავალმა ფერფლმა რა დროსაც ჭუჭყით გავსებულმა ძრავემბა ძალა დაკარგა და სიცოცხლის ფასად შეძლეს მისი ავარიულად დაშვება ..
მოგითხრობთ წყლის ავსების დროს უკან მყოფ აზერბაიჯანელი პილოტის ნაამბობს რომლითაც დასტურდება ის რომ ჩვენმა საავიაციო გუნდმა ბორჯომის ტყე სიცოცხლის ფასად გადაარჩინა .

აზერბაიჯანელი პილოტი:
მივფრინდი წყლის ასავსებად და ვუყურებდი როგორ ავსებდა ქართული ვერტმფრენი წყალს რა დროსაც დავინახე მისი ძრავიდან გამოსული ჯერ თეთრი ბოლი შემდგომ შავი რაც ძრავის გადატვირთვას და დაზიანებას ნიშნავს და დავიძაბე რადგან იქ მისი დაშვება შეუძლებელი იყო .როდესაც მივადევნე თვალი და რამოდენიმე წამში პილოტებმა დასვეს უნაკაწროდ ვერტმფრენი გაოცებისგან ერთმანეთს ვუყურებდით რადგან ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო მსგავსი სიძლიერე .

ანუ სუპერ გამოცდილების მქონე პილოტი ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელი იყო ჩვენი ბიჭების სიძლიერე.

მინდა მივმართო იმ  ჯგუფს, რომელმაც ვერტმფრენის ავარიული დაჯდომა ჩამოვარდნაში ვერ გაარჩია-
იმას კი ნუ გაჰკივით, რომ პილოტებმა ვერტმფრენი დააზიანესო, არამედ ის გაიაზრეთ, თუ რა დიდი საქმე  გააკეთეს მათ ქვეყნის გამო საკუთარი სიცოცხლის ფასად!

ვერტმფრენის შეკეთება არ უჯდება ძვირი შსს- ს და თქვენი კოვზი მოიკითხეთ ნაცარში რომ ჩაგივარდათ,
მაშველი ისევ გადაარჩენს სიცოცხლეს .
პოლიციელი ისევ დაიჭერს კრიმინალს .
მეხანძრე ისევ ჩააქრობს ხანძარს და თქვენ ისევ ბოღმიანები დარჩებით, რაც იყავით და ხართ!”