ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

დავით ცხვარაძე

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე კოტე აბაშიძე დაინიშნა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი ექვსმა კანდიდატმა შეიტანა. მათგან სამი – ენდი ძიძავა, გიორგი შალამბერიძე და თორნიკე მარჯანიშვილი თეატრის თანამშრომლები, ხოლო კოტე აბაშიძე, მამუკა ტყემალაძე და გოგა თავაძე დამოუკიდებელი კანდიდატები იყვნენ.

თეატრის უკვე ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ კი თუმანიშვილის თეატრში გადაინაცვლა.