გაძვირებული სიამოვნება მარტვილის კანიონში

დავით ცხვარაძე

მარტვილის კანიონში დამთვალიერებლებისთვის ფასებმა მოიმატა. ამის შესახებ საუბრობენ როგორც ადგილობრივები, ისე ვიზიტორებიც.

ადგილობრივ მოსახლეობას კანიონის დათვალიერება წელს 5 ლარის ნაცვლად 9 დაუჯდება, უცხოელი ტურისტებისთვის კი ეს თანხა 15 ლარამდეა გაზრდილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ დაკავშირება ვცადეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან თუმცა უშედეგოთ, კანიონის დამთვალიერებლებისთვის მომატებული ფასები შენობაში განთავსებულ აბრაზეც კარდაგ იკვეთება.