“გაუთავებელი ხანძრის კერები მეტყველებს განზრახ ჩადენილ დანაშაულზე!..”

საქართველოში ხანძრების გახშირებას „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია აფასებს და ამბობს, რომ „გაუთავებელი ხანძრის კერები მეტყველებს დანაშაულის შედეგზე“.

-„ქვეყანაში გაჩენილი გაუთავებელი ხანძრის კერები მეტყველებს დანაშაულის შედეგზე, რომელიც განზრახ ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფების მიერ. დანაშაულის წამქეზებლების მოქმედების მიზეზია შშს-ს დემორალიზაცია და ყურადღების გაფანტვა, მათი მთავარი ამოცანაა ვერ მოხერხდეს ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების კანონიერ, მშვიდ გარემოში ჩატარება და მისი დაცვა …“