მაკა ჩიჩუა ბავშვს ელოდება

საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა ფეხმძიმედაა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი 2014 წლის 10 სექტემბერს დაქორწინდნენ. მათ წინა ქორწინებებიდან ჰყავთ შვილები – ანა მარგველაშვილი და მარიამ ჩიჩუა, ასევე საერთო შვილი, 2 წლის თემო მარგველაშვილი.