ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე პიროტექნიკის საწყობში ექვსი სახანძრო ჯგუფის მუშაობის შედეგად ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დამწვარია დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრამდე ფართი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.