ალბათ ამ დღეებში შევხვდები მთავარ პროკურორს, მასაც გავესაუბრები

პრემიერ-მინიტრთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა:

-„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რადგან სწორედ იგია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. ძალოვანი სტრუქტურები სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შედიან. კარგად მოგეხსენებათ, იუსტიციის მინისტრის ნეგატიური დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, ამიტომ მასთან შეხვედრას აზრი არ ჰქონდა და მე შევხვდი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, რომელიც ზოგად კონტროლსა და მიმართულებას აძლევს ძალოვან სტრუქტურებს.

პრემიერმა აღგვითქვა, რომ ისინი ობიექტურად გამოიძიებენ ამ საქმეებს, ამიტომ უნდა მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საგამოძიებო უწყებებთან. მე რა თქმა უნდა, ჩემი კითხვის ნიშნები დამრჩა. პრემიერი თავის აზრზე დარჩა, რომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა პროკურატურას. მე ალბათ ამ დღეებში შევხვდები მთავარ პროკურორს, მასაც გავესაუბრები“.

კომენტარის დატოვება