პროფკავშირების თავმჯდომარის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. 213 დელეგატიდან არჩევნებში მონაწილეობას 204 დელეგატი იღებს.

დელეგატებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატ – ირაკლი პეტრიაშვილსა და ამირან ზენაიშვილს შორის უწევთ.

ხმის მიცემის პროცესი ფარული კენჭისყრით მიმდინარეობს და ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პროცესს დავით ოქიტაშვილი საკუთრი ნებით გამოეთიშა.