უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

28 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილეებთანაკაკი ლოდიასთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად, სამინისტროში ბრიფინგი გამართა, რომლის თემა გახლდათ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას 28 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა დაუჭირა მხარი.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში  სპორტული ობიექტების მშენებლობას იწყებს. უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის 152 მილიონი ლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება.

2017 წელს სპორტული კომპლექსები აშენდება თბილისსა და რეგიონებში:

  • მრავალფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეები ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში;
  • ჭიდაობის სახლი და სპორტული მედიცინის ცენტრი თბილისში (მშენებლობა დაიწყება 2017 წლის თებერვალში მთავრობასთან შეთანხმებით);
  • 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.

22 - копия R 22 - копия

კომენტარის დატოვება