123-ე ბაღის დირექტორს ბაღების სააგენტოში მშობლის სტატუსის გამო იბარებენ

თბილისის 123-ე ბაგა ბაღის დირექტორს ბაღების სააგენტოში იბარებენ. მიზეზი ერთ-ერთი მშობლის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაა. ის წერს, რომ აღსაზრდელების მშობლებს ბაღში ფულის მიტანა მოსთხოვეს, რათა ბავშვებისთვის საპატრიარქოს შესახებ გადაღებული ფილმის ეჩვენებინათ.

ბაღების სააგენტოში აცხადებენ, რომ მონიტორინგის ჯგუფი 123-ე ბაღში უკვე გაგზავნილია. მათივე ინფორმაციით, დირექტორი ადასტურებს, რომ კონკრეტულმა პირმა მართლაც მიუტანა საპატრიარქოს შესახებ გადაღებული ფილმი, თუმცა ბაღმა ამ ფილმის ჩვენებაზე უარი თქვა. ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, დირექტორი არც მშობლებისთვის ფულის მოთხოვნის ფაქტს ადასტურებს.