“მემარცხენე ალიანსის” საგანგებო განცხადება

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება “მემარცხენე ალიანსი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

-ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ ჩაატარა არასრული გამოძიება და დაუსრულებელი საქმე გადასცა სასამართლოს. შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო უკანონო და დატოვა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რასაც მოჰყვა დაზარალებული ოჯახების სამართლიანი და კანონიერი გულისწყრომა.

გარდაცვლილი ბიჭების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ვუცხადებთ სამძიმარს და თანადგომას. მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ  საპროტესტო აქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მათმა სატელიტურმა პარტიებმა გადაზარდონ პოლიტიკურ ავანტურაში. ის, რომ მთავარი პროკურორი შოთაძე გადადგა, ხოლო აქცია მაინც არ იშლება, იმის მიმანიშნებელია, რომ ხსენებულ პარტიებს სურთ ეს ტრაგედია ბინძური პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენონ. ამიტომ პროტესტის გამოსახატად მისულ პიროვნებებს მოვუწოდებთ, ნუ გამოიყენებენ პარტიულ სახელებს და ატრიბუტიკას, ხოლო სასამართლო ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გამოძიებას უკან დაუბრუნოს აღნიშნული საქმე, სანამ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა.

ასევე მოვუწოდებთ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიას, უსწრაფესად დაასრულოს ამ ტრაგედიის გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის ადამიანი, ვისი ბრალეულობაც გამოვლინდება მომხდარ ტრაგედიაში და დანაშაულის დაფარვის მცდელლობაში.

“მემარცხენე ალიანსის” ლიდერები ვგრძნობთ პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით