აქციის მონაწილეები უკვე რუსთაველისკენ მიემართებიან

პროკურატურასთან შეკრებილები რუსთაველისკენ უკვე დაიძრნენ. შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პარლამენტთან მთავარი მოთხოვნები გაჟღერდება. მისივე თქმით, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება, იდგება ქუჩაში.