ცილისმწამებელი ყველგან ისჯებოდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს მარაზმი დასრულდეს!

სოსო მანჯავიძე

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი

-“საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე არის წესიერი,მცოდნე და პატრიოტი კაცი.

ის ჩემი უახლოესი მეგობარია და მეტად ძნელია იმის მშვიდად ყურება,თუ როგორ უსინდისოდ სწამებენ ცილს.
სვანურ სამართალში ცილისწამება ორმაგ მკვლელობად ითვლებოდა,რადგან ცილისმწამებელი მსხვერპლს სულიერად და ხორციელად კლავს.

“არა ცილი სწამო მოყვასსა წამებითა ცრუითა”-. მცნების დამრღვევი ყოველთვის და ყველგან მიუღებელი ხდებოდა საზოგადოებისთვის.

ცილისმწამებელი ყოველთვის და ყველგან ისჯებოდა.

მხოლოდ ჩვენთან აქვთ აღიარებულ და სასამართლოთი გამტყუნებულ ცილისმწამებლებს პოლიტიკური რეიტინგი და ლამის გმირებად შერაცხონ.

ყველა ჩვენგანი პასუხისმგებელნი ვართ რომ ამ ვითარებას ვეგუებით.

ეს მარაზმი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და მე პირადად,ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის!”

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დავით უთმელიძე სასჯელაღსრულების სისტემაში ბაჩო ახალაიას დროს მუშაობდა, თავად კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა, და განაცხადა, რომ ეს არის სიცრუე და დეზინფორმაცია.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90/

აქვე იმასაც გეტყვით, რომ სააგენტოსთან პირად საუბარში სასჯელაღსრულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ უთმელიძე სისტემაში კოპაძის დროს მუშაობდა და ახალაიას დროს უკვე აღარ იყო.