„არც გამარჯვების შემთხვევაში დავკარგავ ხალხთან კონტაქტს და არ მოვადუნებ ყურადღებას“

სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ სოფელ პატარა ლილოს, ლილოს დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის მოსახლეობასთან და იქ მცხოვრებ დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა, რომელზეც რაიონისთვის მნიშვნელოვანი მრავალი საკითხი განიხილეს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრაზე მოსახლეობას აქტიურობისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი რაიონი თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის და მისი კეთილდღეობისთვის ბრძოლაც ყველას ერთად მოგვიწევს. ერთად დგომით, ერთად ბრძოლით ჩვენ მრავალი საკითხის მოგვარებას შევძლებთ“, – განაცხადა შეხვედრაზე გიორგი ტყემალაძემ.

ტყელამაძე აქტიურად განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. მისი თქმით ასეთი საუბრები უფრო აახლოებს ამომრჩეველთან და უფრო მეტად ხედავს პრობლემების გადაჭრის გზებს. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, არც გამაჯვების შემთხვევაში დაკარგავს კონტაქტს მოსახლეობასთან და არ მოადუნებს ყურადღებას.

გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ სამგორის რაიონის მოსახლეობის თანადგომა გამარჯვებისა და ყველა პრობლემის მოგვარების საწინდარი იქნება.