“ე.წ „პატრიოტთა ალიანსის” სახით საქმე გვაქვს საქართველოს დაუძინებელი მტრის რუსეთის იმპერიის აგენტურასთან”

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთაჯგუფი „პატრიოტთა ალიანსის“ შიმშლობის აქციას ეხმიანება და გპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთაჯგუფის  განცხადება:

კრემლის მიერ შექმნილმა და მართულმა ორგანიზაციამ  ე. წ. „ პატრიოტთა ალიანსმა“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა მიანიჭა საპარლამენტო ოპოზიციის როლი, წამოიწყო საპროტესტო აქციები – მსვლელობები და მჯდომარე შიმშილობა 9 აპრილის მემორიალთან.

ამ ფსევდო ოპოზიციური ორგანიზაციის მიერ წამოყენებულ იქნა სოციალურ- პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნები.

სოციალურ პოლიტიკურ ნაწილში ფსევდო პატრიოტთა მოთხოვნებში ახალი არაფერია, ისინი წარმოადგენენ მხოლოდ და მხოლოდ საბურველს რათა შენიღბონ პოლიტიკურ ნაწილში წარმოდგენილი მოთხოვნა: შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც აამოქმედებს ახალ პოლიტიკურ ფორმატს: „ საქართველო-რუსეთი-ნატო“.

ამავე კონტექსტში დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, მოსკოვთან.

ვაცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხუთ წლიანმა მმართველობამ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ აშკარად კოლაბორაციონისტული ძალები საპროტესტო აქციებს მართავენ 9 აპრილის მემორიალთან. რაც, ცალსახად და თავხედურად შეურაცყოფას აყენებს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს.

ე.წ „პატრიოტთა ალიანსის„ სახით საქმე გვაქვს საქართველოს დაუძინებელი მტრის რუსეთის იმპერიის აგენტურასთან, რომელიც ცდილობს თავს მოგვახვიოს იმპერიის სპეც. სამსახურების მიერ შექმნილი გეგმა: შეიქმნას ახალი პოლიტიკური ფორმატი.  ეს ე.წ ახალი ფორმატი ნიშნავს უარის თქმას ჟენევის ფორმატზე, ანუ მოლაპარაკებიდან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამოცილებას და ოკუპანტთან პირისპირ დარჩენას. უარის თქმას დასავლურ ორიენტაციაზე და პუტინისეული რუსეთის იმპერიის ორბიტაზე დაბრუნებას. რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

განცხადებას ხელ აწერენ:

ველოდი მირცხულავა                                                                         ზურაბ ძოწენიძე

რევაზ კემულარია                                                                                 ნოდარ ნონიაშვილი

ნემო ბურჭულაძე                                                                                  ჯემალ იონათამიშვილი

ბეჯან ჯავახია                                                                                        ბიმურაზ დადეშქელიანი