“ტაშ-ფანდური, ლოქო ქინძში და “ოცნების” მერობის კანდიდატის მიერ უპასუხოდ დარჩენილი კითხვები”

ახალი რუბრიკა

თქვენი სათქმელი

თამილა გურაშვილი

ბლოგერი

ტაშ-ფანდური, ლოქო ქინძში, ჩაქაფული საბათლოში და ოცნების მერობის კანდიდატის მიერ უპასუხოდ დარჩენილი მოსახლეობის კითხვები

დედოფლისწყაროს მერობის ოცნების კანდიდატი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამ დღეებში სოფელ საბათლოს მოსახლეობას სტუმრობდა.მერობის კანდიდატმა სკოლის წინ შეკრებილ მოსახლეობას წინასაარჩევნო სიტყვით მიმართა. მოსახლეობამ კი სოფლის აქტუალურ თემებზე დაუსვა შეკითხვები, მათ შორის სოფლის სკოლის რემონტის შესახებ- “ორი წელია სკოლის რემონტი მიმდინარეობს, ბავშვები ორ ცვლაში დადიან ამის გამო და მტვერში სხედან, რამდენადაც ვიცით სკოლას აქვს საკმარისი თანხები, მაგრამ სკოლის დირექტორს თავი ვერ მოუბია” -აცხადებენ საბათლოელები.

კითხვა პასუხი სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს შორის დაძაბულად წარიმართა და თითქმის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რაზეც რაიონის გამგებელი იცინოდა და განაცხადა , რომ ახლა მათ კითხვებზე პასუხების გაცემის დრო არ არის, სამაგიეროდ მოიცალა სუფრისთვის, კანდიდატმა ,ვასილ ჩოუშიანმა რაიონის გამგებელს ისეთი სუფრა გაუშალა ჩიტის რძეც არ აკლდა, ლოქო ქინძში და ჩაქაფული ყვარებია რაიონის გამგებელს, სად ეცალა ჩვენი პრობლემების პასუხების გასაცემად? ეგ ახლავე არ გვცემს პასუხს და მერე შეიწუხებს თავს?”- აცხადებენ საბათლოელები.

უნდა აღინიშნოს,რომ2012 წლამდე ვასილ ჩოუშიანი, ნაციონალების მხარდამჭერი და სოფლის კანდიდატი იყო.