კუმურდოში სპეცრაზმი გამოიძახეს, ადგილზე იმყოფება გიორგი მღებრიშვილიც

სააგენტო jnews.ge -ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სოფელ კუმურდოში ჩავიდა. ის მოსახლეობასთან მოლაპარაკებას ეკლესიაში აწარმოებს.

შეგახსენებთ: სოფელ კუმურდოში ეკლესიის ეზოში ადგილობრივებს წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა სურდათ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, პოლიციამ მათ ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.

jnews.ge წერს, რომ კუმურდოში, მეათე საუკუნის ეკლესიის რესტავრაცია 2016 წლის ზაფხულში დაიწყო. რესტავრაციის დროს, ეკლესიის ეზოში ადამიანის ძვლები იპოვეს. მოგვიანებით, ადგილობრივების მოთხოვნის შემდეგ, ძვლები ეზოში დაკრძალეს.

იხ.

http://jnews.ge/?p=15925