სირიაში სამშობიარო სახლი დაიბომბა

სირიაში, იდლიბის პროვინციაში სამშობიარო სახლი დაიბომბა. შენობა სერიოზულად დაზიანდა. ინფორმაციას ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ავრცელებს. ამ დროისთვის მსხვერპლზე ინფორმაცია უცნობია, თუმცა როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, მსხვერპლი იქნება, რადგან ეს სამშობიარო ერთადერთია 100 კილომეტრის რადიუსით და დაბომბის დროს შენობაში 1300 ქალი და ჩვილი იმყოფებოდა.

კომენტარის დატოვება