თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება.

მინისტრი განმარტავს, რომ ეს თანხა მოხმარდება ნატოს სტანდარტების გათვალისწინებული 15%-იანი ნიშნულის დაკმაყოფილებას.

„შეიარაღების ნაწილში ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების კუთხით ვიმუშავებთ. გავზრდით პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც შეიარაღების შესყიდვებს უკავშირდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობილია, რომ ნატო-ს სტანდარტის მიხედვით, თითოეულმა ქვეყანამ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% უნდა გამოყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის და შესყიდვები აწარმოოს შესაბამისი შეიარაღების შესყიდვის თვალსაზრისით.