მედია: „როგორც ჩანს, რუსეთი ომისთვის ემზადება…“

ოფიციალური მოსკოვი სულ უფრო და უფრო მეტ სამხედრო ძალას გზავნის ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე. რუსი სამხედროები იმ ზოლთან ახლოს არიან დაბანაკებულნი, სადაც სამი ქვეყნის-რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის საზღვარი უახლოვდება ერთმანეთს.

ბრიტანული მედია წერს, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა გამოიწვია ამერიკასა და ჩრდილო კორეას შორის ურთიერთობის დაძაბვამ. Daily Star უკვე ღიად წერს, რომ რუსეთი დიდი ალბათობით ჩაერევა ამ კონფლიქტში.

-„როგორც ჩანს, რუსეთი ომისთვის ემზადება. მისი სამხედროები სამხრეთ კორეის საზღვართან მას მერე განლაგდნენ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. რუსეთი ცდილობს ძალის დემონსტრირებას“ -წერს გამოცემა.

უფრო ადრე კი რუსეთმა მძიმე ტექნიკა გადაისროლა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან.

ფედერალური სათათბიროს წევრი ფრანც კლინცევიჩი კი ამბობს, რომ ამერიკის ნებისმიერი ქმედება და სამხრეთ კორეისკენ გადადგმული ნაბიჯი შეფასდება როგორც რუსეთისთვის საფრთხე, რადგან საზღვართან ახლოს რუსის ჯარი დგას.

Express წერს, რომ რუსეთმა სამხედრო ძალა ჩინეთის საზღვრის სიახლოვესაც გადაისროლა.