დღეს თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდება

საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ლას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის ანძა ერთი საათით – 20:00 საათიდან 21:00 საათამდე ჩაბნელდება.

ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც, ბოლო ინფორმაციით, 58 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 515 დაშავდა და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, აშშ-ის მოქალაქეებსა და მთავრობას, დაშავებულებს კი ჯანმრთელობას უსურვებს.