The Beatles-ის ლეგენდა-იუბილარი ჯონ ლენონი და ფაქტები, რომლებიც ჯერ არ გახმაურებულა

ჯონ ლენონი დაიბადა 1940 წლის 9 ოქტომბერს ქალაქ ლივერპულში, დღეს იგი 77 წლის გახდებოდა .

1960 წელს ლენონმა ჩამოაყალიბა მუსიკალური ჯგუფი The Beatles რომელიც დღემდე ყველაზე წარმატებულად ითვლება .

საინტერესო ფაქტები ჯონ ლენონის შესახებ :

პირველი გიტარა ჯონ ლენონს დეიდამ უყიდა. როგორც ჯონი ამბობდა, დეიდა მასა ფრთხილებდა, რომ გიტარა, როგორც ჰობი კარგია, მაგრამ ფულს არ მოგიტანსო. წლების შემდგ  ჯონმა მას ვერცხლის თეფში აჩუქა, რომელზეც სწორედ ეს სიტყვები იყო ამოტვიფრუი.

ჯონ ლენონმა ერთ – ერთ ტავის განცხადებაში აღნიშნა , რომ ბითლზი უფრო პოპულარული იყო ვიდრე იესოო!!    მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონმაეს გამოაცხადა, ჯგუფის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა.

FBI უთვალთვალებდა ბითლზს „ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”. ყველაზე დიდი ინტერესს მათთვის ლენონი წარმოადგენდა, როგორც „რადიკალურად განწყობილი ნარკომანი, რომელსაც შეუძლა მილიონობით ბითლომანით მანიპულაცია.

ჯონი მოზარდობისას მონაწილეობდა სკიფლის მოძრაობაში. მისი პირველი ჯგუფი, The Quarrymen იყო The Beatles-ის წინამორბედი. მას შემდეგ, რაც The Beatles 1970 წელს დაიშალა, ლენონი სოლო კარიერით დაკავდა და გამოსცა კრიტიკოსების მიერ აღიარებული სხვადასხვა ალბომი, როგორიც არის John Lennon/Plastic Ono Band  და  Imagine.

პატარაობისას და ბავშვობაში ჯონი ცხოვრობდა 251 Menlove Avenue-ზე დეიდასთან და ბიძამისთან, მიმი და ჯორჯ სმითებთან ერთად, რომლებსაც თავად შვილები არ ჰყავდათ. დეიდამ ჯონს ზღაპრების ბევრი წიგნი უყიდა, ხოლო ბიძიამ, რომელიც ფერმას უვლიდა, ტუჩის ჰარმონიკა აჩუქა და კროსვორდების ამოხსნაში ავარჯიშებდა.

1970 წელს ლენონმა და ონომ ლოს-ანჯელესში ექიმ ართურ ივანოვის ზედამხედველობით გაიარეს ძირითადი თერაპიის კურსი. იგი მიზნად ისახავდა ბავშვობაში მიღებული ემოციური ტრავმებისგან გათავისუფლებას და ოთხი თვის განმავლოვაში გრძელდებოდა, კვირაში ორი ნახევარ-ნახევარი დღის სახით. ექიმს სურდა წყვილთან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობაც, თუმცა მათ ჩათვალეს, რომ მეტი დახმარება აღარ ესაჭიროებოდათ და ლონდონში დაბრუნდნენ.

1975 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა ჯონის მეორე შვილი, შონი, ამიტომ ლენონმა მეტი ყურადღება დაუთმო შინაურ გარემოს და ხუთი წლით მუსიკალური სამყაროდან გაქრა. თუმცა მანამდე, ერთი თვის განმავლობაში, დაასრულა EMI/Capitol-თან ურთიერთობა კონტრაქტით გათვალისწინებული კიდევ ერთი ალბომის, Shaved Fish-ის გამოცემით.

ლენონის მკვლელობის მეორე დღეს ონომ განცხადება გაავრცელა: „ჯონის დასაფლავება არ გაიმართება“. მან იგი დაასრულა სიტყვებით: „ჯონს უყვარდა ადამიანები და მათთვის ლოცულობდა. გთხოვთ, მისთვისაც ილოცოთ. ჰარტსდეილში  ფერნკლიფის სასაფლაოზე მოხდა მუსიკოსის ნეშტის კრემაცია.