პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარი მუდამ ღიაა დიალოგისთვის

პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი მზად არის საპარლამენტო უმრავლესობასთან, სესიებს შორის, კონსულტაციები გამართოს.

“კონსტიტუცია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელშიც უნდა იდოს შესანიშნავი დებულებები. სწორედ ამას ვამბობთ, რომ ამ დოკუმენტში, არ დევს შესანიშნავი დებულებები და ბევრი რამ არის საკამათო. კარგი იქნება, რაღაცებზე შევთანხმდეთ და უკეთესი დოკუმენტი შევქმნათ, კონსტიტუცია არ გავწიროთ ერთპარტიულობისათვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარი მუდამ ღიაა დიალოგისთვის. შანსი, რომელზეც ლაპარაკობს საპარლამენტო უმრავლესობა, სწორედ მათ ხელშია იმიტომ, რომ ბევრი დათმობის საპასუხოდ, მათ მცირე დათმობა მაინც უნდა განახორციელონ, რაც ძალიან დიდი სიკეთის მომტანი იქნება ქართული პოლიტიკისთვის. ისტორიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მმართველმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. პრეზიდენტი მზად არის, სესიამდე და სესიის განმავლობაში შეხვედრები გამართოს უმრავლესობასთან” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.