მედია: იემენიდან საუდის არაბეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

ირანული ტელეარხი Press TV-ის ინფორმაციით, იემენიდან საუდის არაბეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

https://twitter.com/BREAKING_PTV/status/917534805306339329

შედეგებზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. საუდის არაბეთის ხელისუფლებას ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

მედიის ინფორმაციით, რაკეტა Qaher-2-ის მიზანი საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონი ჯიზანი იყო. ტელეკომპანია აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ივლისში მექადან 69 კილომეტრში იემენის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტა გააუვნებელყვეს. არაბულმა კოალიციამ ამაში ხუსიტები დაადანაშაულა. მანამდე, მაიასის დასაწყისში, ხუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადეს.