„საქმე სასიკეთოა, ხმაურით კი მავანნი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ“

თბილისის საკრებულოში სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. დღეს ისევ ცხელი საკითხები განიხილება და საკრებულომ თბილისის ცენტრში მიწის 2 ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

სხდომამდე საკრებულოს წინ აქციის გამართვას გეგმავს “ნაციონალური მოძრაობა”. “ევროპული საქართველო” კი, იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთები გასხვისდება სასამართლოში ჩივილს აპირებს.

უმრავლესობის წევრები ამ საკითხების დადებითად გადაწყვეტას ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელად მიიჩნევენ.

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ამჟამად მოქმედი დეპუტატი დავით უთმელიძე მიიჩნევს, რომ „ხმაურით მავანნი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ და მიუღებელი არაფერია“

-ეს არის სასიკეთო საქმე. მიუღებელი ამაში არაფერია, უბრალოდ, წინასაარჩევნო მდგომარეობაა და გარკვეული პოლიტიკური ძალები უბრალოდ ქულების დაწერას ცდილობენ. წარმოიდგინეთ, პარკინგის დასრულების შემდეგ როგორ მოხდება მოძრაობის განტვირთვა. პუშკინის სკვერზე საინვესტუციო ვალდებულება საკმაოდ დიდია. იქ არაფერი არ შეიცვლება. მიწის ქვეშ იქნება 120 მანქანისთვის პარკინგი. ყველაზე მტავარი ის არის, რომ პარკინგი არ იქნება კერძო და ვიღაც ვერ დაკეტავს. ამ პარკინგით ისარგებლებენ ისევ ჩვენი მოქალაქეები და მოემსახურება კეთილ საქმეს – აცხადებს უთმელიძე.