,,მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ ის, რომ შეგეძლოთ სიმართლის თქმა და არ თქვით” – თემურ ჯანაშია ანზორ ჩუბინიძეს

ე.წ. პიჯაკების საქმის კიდევ ერთმა ბრალდებულმა თემურ ჯანაშიამ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს მიმართა. ჯანაშიამ ჩუბინიძეს მოუწოდა სიმართლე ეთქვა, რადგან ეს სამარცხვინო საქციელი მთელი ცხოვრების მანძილზე მანძილზე დატანჯავდა.

,,მე დღეს მრცხვენია, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნუფროსი აბსოლუტურად სიმართლეს არ იძახის, არ უდგას თავის ყოფილ თანამშრომელს გვერდში. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ბატონო ანზორ, ამას ნუ იზამ, იმიტომ, რომ ეს იქნება, რაც მთელი ცხოვრება გაგაწამებთ და დატანჯავს მთელ თქვენს შთამომავლობას, იმიტომ, რომ თქვენ შეგეძლოთ სიმართლის თქმა და არ თქვით” – თქვა ჯანაშიამ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშილის მორიგი პროცესი გაიმართა. ხმაურიან სხდომას თავად ბრალდებული პრეზიდენტიც ესწრებოდა. დღევანდელ პროცესზე პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევდა. მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის გამოკითხვას ითხოვდნენ, თუმცა ჩუბინიძემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.