COVID-19-ის გამომწვევმა კორონავირუსმა მუტაცია განიცადა…

ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია ვან კერკოვემ განაცხადა, რომ COVID-19-ის გამომწვევმა კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, თუმცა უფრო აგრესიული არ გამხდარა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვირუსის მუტაციას აკვირდება.

“მეცნიერები მთელ მსოფლიოში აკვირდებიან კორონავირუსის გენომის ჯაჭვებს, რომელთა რაოდენობა 50 ათასზე მეტია. ვირუსის მუტაცია ჯერ კიდევ თებერვალში დადგინდა.არ გამოვრიცხავთ რომ მუტაციის შედეგად ვირუსი უფრო სწრაფად გავრცელდეს,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი მარია ვან კერკოვე.