„არა ონის კასკადს“, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა

„არა ონის კასკადს“ – მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ერთი სათქმელი აქვთ – არ აშენდეს ზემო რაჭაში 206 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, რომელზეც გარემოსდაცვითი ნებართვა 2020 წლის 17 მარტს გაიცა.

იმ ზიანის ფონზე, რასაც გამოიწვევს ეს ჰიდროელექტროსადგური, რა სარგებელს მოგვცემს, ის შეფასებული და გაანალიზებული არ არი და ეს არის საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა – ამბობს აქციის ერთ ერთი ორგანიზატორი დავით ჭიპაშვილი.

მოძრაობის წევრები, თანამოაზრეები, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და არა მხოლოდ, ასევე გარემოსდამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი, რაჭისთვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს.

აქციას თბილისიდანაც შეუერთდნენ.

ჰესების თემაზე

https://www.youtube.com/watch?v=iCdaCKoSPDo&t=1799s