„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა კანდიდატურა მოიხსნა

„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ზურაბ ჯინჯოლავამ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი(ზვიად) სიჭინავას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.

როგორც ჯინჯოლავამ imedinews-სთან საუბარში აღნიშნა,   საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი განცხადებით 9 ოქტომბერს მიმართა.

„ დომენტი სიჭინავას ჩემზე მეტი შანსი აქვს გამარჯვების. ის უფრო მეტს გააკეთებს და უფრო რეალური შანსიც აქვს მოვიდეს თვითმმართველობაში. ყველა ზუგდიდელი უნდა ამოუდგეს გვერდში. იმიტომაც მოვიხსენი კანდიდატურა,”-  განაცხადა ჯინჯოლავამ.