საკრებულოსთან სიტუაცია დაიძაბა

საკრებულოსთან სიტუაცია დაიძაბა. შეკრებილი მოქალაქეები სკანდირებენ:

-სად მიდიხართ, ხვალ, ზონდერებო!

-მთავრობები იცვლებიან!

-ბიძინას მონებო!

-მეცოდებით, ტვინგაღუნულებო!

მდგომარეობა დაძაბულია. ადგილზე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ცდილობენ საკრებულოს შენობაში შესვლას.

როგორც საკრებულოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ამბობენ, 2 ახალგაზრდა ნაცემია. ინფორმაციას ჯერ ვერავინ ადასტურებს.

ნიკა მელია აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანი მართლაც დაკავებულია და “შეუძლებელია ამ ხალხთან საუბარი”.

აქციაზე ამ წუთში ხმაურია. იქ მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ პოლიცია ძალადობს.