მთავარიპოლიტიკა

“მსოფლიო პოლიტ-დებატების ისტორიას არ ახსოვს ისეთი დისკრიმინაცია და აგრესია, რაც იმედმა ჩაიდინა”

ტელეკომპანია “იმედზე” მერობის კანდიდატების დებატებს “ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმიანება და აცხადებს:

-“მსოფლიო პოლიტ-დებატების ისტორიას არ ახსოვს ისეთი დისკრიმინაცია და აგრესია მასმედიის საშუალებიდან, რაც ლეიბორისტული პარტიისა და მერობის ჩვენი კანდიდატის გიორგი გუგავას მიმართ დღეს ჩაიდინა ტელეკომპანია იმედმა.

მე ივანიშვილ-კალაძისაგან იმედის დაცვაში მაშინდელმა ხელისუფლებამ სიკვდილი მომისაჯა. ეს ლამის მსოფლიომ იცის.

სირცხვილი და კიდევ სირცხვილი. მე თანდათან მიმტკიცდება რწმენა, რომ ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი ყველაზე მეტად აწყობდათ მის ქვრივსა და იმედის დირექტორ რუხაძეს რომელთაც დარჩათ ამ ადამიანის მილიარდები და რომლებმაც ბადრის მიერ, ქართველ ხალხზე ნაჩუქარი იმედი ჯერ მიყიდეს სააკაშვილს 400 მილიონად, ხოლო შემდეგ მიართვეს ბადრის და ქართველი ხალხის დაუძინებელ მტერ ივანიშვილს.

მოვა დრო ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდება”.

ცნობისთვის, “იმედმა” გიორგი გუგავა დებატებზე არ მიიწვია.