თბილისის მერობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის

10 ოქტომბრის მდგომარეობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თბილისის მერობის 13 კანდიდატია რეგისტრირებული.

ესენი არიან:

#2 –  საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” – ელენე ხოშტარია

# 3 – საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” – კახა კუკავა

#5 – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ზაალ უდუმაშვილი

# 8 – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – ირმა ინაშვილი

# 10 – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – გიორგი გუგავა

# 11 – „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა”-  დავით შუკაკიძე

# 17 – „საქართველო”  – გიორგი ლილუაშვილი

# 18 –  „ტრადიციონალისტები” – ნიკოლოზ სანებლიძე

# 20 – „შენების მოძრაობა” – თენგიზ შერგელაშვილი

# 27 – საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო” – გიორგი ვაშაძე

# 39 –  „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა” – ლაშა სტურუა

# 41 –  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – კახა კალაძე

#42 –  საინიციატივო ჯგუფი – ალექსანდრე ელისაშვილი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.