მიმართვა პრემიერს – სახეზეა სახელმწიფო ენის მიმართ უდიერი დამოკიდებულება!

საზოგადოების წარმომადგენლეი საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს საჯარო მიმართვას უგზავნიან და “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონის დაცვას მოითხოვენ.

მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბ–ნ გიორგი კვირიკაშვილს!

ბ–ნო გიორგი!
როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 22 ივლისს საქართველოს პარლამენტმა “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონი მიიღო. აღნიშნული კანონის მე–40 მუხლის მიხედვით:

  1. 2016 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობას უნდა დაემტკიცებინა:
    ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება და სტრუქტურა, ასევე განესაზღვრა მისი ქონების შექმნის წესი;
    ბ) თქვენ თანამდებობაზე უნდა დაგენიშნათ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.
    2. 2016 წლის 14 აპრილამდე საქართველოს მთავრობას უნდა დაემტკიცებინა:
    ა) სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა;
    ბ) ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და ტერმინოლოგიური სტანდარტები;
    გ) სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესი.
  2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას უნდა უზრუნველეყო მასში ამ კანონიდან გამომდინარე საბიუჯეტო სახსრების ასახვა.

სამწუხაროდ, ზემოჩამოთვლილთაგან არაფერი გაკეთებულა, სახეზეა კანონის უპატივცემულობა და სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი – სახელმწიფო ენის მიმართ უდიერი დამოკიდებულება. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის ბიუჯეტშიც ამ კანონიდან გამომდინარე საბიუჯეტო სახსრების ასახვა არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები მიღებული კანონის შესასრულებლად!

პატივისცემით:

ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21)
გურამ ქართველიშვილი (მწერალი, დრამატურგი)
დიმიტრი ლორთქიფანიძე (უფლებადამცველი)
დავით თევზაძე (ფილისოფიის დოქტორი, პროფესორი, თადარიგის გენერალ-ლეიტენენტი)
ემზარ კვიციანი (პარალმენტის წევრი)
როინ მიგრიაული (ასოცირებული– პროფესორი, ადვოკატი)
ნუკრი მჭედლიშვილი (ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი)
ზაზა სიამაშვილი (ლექტორი, მთარგმნელ–ლინგვისტი)
ირაკლი აბაშიძე (ეკონომისტი)
ოთარ ფანცულაია (ეკონომისტი)
კახა ჭიჭინაძე (ბიზნესმენი)
ნიკოლოზ დარსაველიძე (ბიზნესმენი)
გიორგი ტიგინაშვილი (თეოლოგი)
ნიკოლოზ კიკნაველიძე (აგრონომიის მაგისტრი)
ანზორ თოთაძე (პროფესორი)
გიორგი გერმანიძე (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი)
ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში)
ზაზა დავითაია (ჟურნალისტი)
გელა ფარჩუკიძე (მუსიკოსი)
მაია დვალიძე (ფსიქოლოგი)
გიორგი გვერწითელი (ექიმი)
დავით ნოზაძე (ადვოკატი)