ქვემო ქართლში სპეცოპერაციის შედეგად 25-წლამდე მამაკაცი დააკავეს

ქვემო ქართლში, სოფელ ყარათაკლიაში სპეცოპერაციის შედეგად 25-წლამდე მამაკაცი დააკავეს.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, დაკავებული მამაკაცი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და თავს ვაჭრობით ირჩენდა. 

მათივე თქმით, სოფელში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

ყარათაკლიაში, ერთ-ერთ სახლთან სპეცოპერაცია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი