პოლიციელებმა სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვეს

თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულების პროცესი არჩევნების შემდეგ, 27 ოქტომბრისთვის გადაიდო. ამის გამო მოსამართლესა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

პოლიციელებმა სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვეს. მიზეზი მტკიცებულებების შეგროვებაა. სამართალდამცველებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ მედია საშუალებებს ვიდეომასალები მათთვის სრულად არ გადაუციათ. დაცვის მხარე ფიქრობს, რომ პოლიციელები შეგნებულად აჭიანურებენ სასამართლო სხდომებს, ბრალდებულებს სურთ არჩევნებამდე მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს. დაკავებულების ადვოკატი აცხადებს, რომ სამართალდამცველებს გონივრული ვადა ჰქონდათ მტკიცებულებების შესაგროვებლად, თუმცა მათი ამ არგუმენტების მიუხედავად, მოსამართლემ სხდომა მაინც გადადო.