“არათანაბარ ბრძოლაში მოვიგეთ და ამ მოგებას არ დავთმობთ!“

ცესკო-ს ოფიცილურ გვერდზე 17 უბანზე დათვლილი ხმების რაოდენობის  მიხედვით თიანეთში 54,44%-ით  თამაზ მეჭიაური ლიდერობს. ლელა ქიტესაშვილს კი 45,56% აქვს.

იხ.

http://results.cec.gov.ge/

ამ დროისთვის დარჩენილი სამი უბნის ოფიციალური მონაცემები უცნობია.

თამაზ მეჭიაურს სოციალურ ქსელში უკვე ულოცავენ,  reginfo.ge კი თიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ცალუღელაშვილთან საუბარს აქვეყნებს, სადაც თავმჯდომარე ამბობს, რომ ქიტესაშვილმა მეჭიაურს საბოლოოდ 4 ხმით მოუგო.

„„რეგინფოს“ თიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ცალუღელაშვილმა განუცხადა, მათ ცესკოს ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები მიაწოდეს და საერთო ჯამში „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა არჩევნები თამაზ მეჭიაურს 4 ხმით მოუგო“

თავად მეჭიაური ამბობს, რომ არცევნების გაყალბებით ზაქარია ქუცნაშვილია დაკავებული.

რას ფიქრობს თამაზ მეჭიაური და როგორ აპირებს ხმების დაცვას? ამ კითხვით მეჭიაურს დავუკავშირდით.

მივმართვ ხელისუფლებას დაქართულ ოცნებას”!
ასეთი რა ვალი გაქვთ ამ პარაზიტის, რომ სპეცნაზს უგზავნით და აყალბებინებთ ოქმს, რითაც მართმევთ გამარჯვებას?
ჩემი თავი ჯანდაბას, ხალხს რატომ იგდებთ აბუჩად?
ესაა თქვენი სახე?ყველაფერს აქვს საზღვარი!“.-აცხადებს მეჭიაური და სოციალურ ქსელში ოქმებს აქვეყნებს.

მეჭიაურის მომხრეები დათმობას არ აპირებენ, როგორც ჩვენთვის ცნობილია ისინი დღეს შტაბის წინ შეიკრიბებიან და მოგებულ არჩევნებს დაიცავენ.

-არათანაბარ ბრძოლაში მოვიგეთ და ამ მოგებას არ დავთმობთ…!“-აცხადებენ მეჭიაურის მხარდამჭერები.

თიანეთის საარჩევნო ოლქში სულ 10777 ამომრჩეველია. არჩევნებში მონაწილეობა 6198–მა ამომრჩეველმა მიიღო (57.51%)