ცესკომ თბილისის 737-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა

ცესკომ თბილისის 737-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა და წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.06%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა. 

მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი – ხმათა 17.46%-ით. მესამე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია 16.53%-ით. შემდეგ მოდიან “ევროპული საქართველოს” კანდიდატი ელენე ხოშტარია 7.13%-ით და “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი 3.02 %-ით.